კომაროვის საღამოს სკოლაში 2021-2022 სასწავლო წლისათვის რეგისტრაცია დაიწყო!
- 02 სექტემბერი, 2021
კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლაში, 2021-2022 სასწავლო წლისათვის „საღამოს სკოლაში” სწავლის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო.
რეგისტრაცია შეუძლიათ მე-7, მე-8, მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებს, რომლებიც არ სწავლობენ კომაროვის სკოლაში და რომლებიც დაინტერესებულნი არიან ისწავლონ მათემატიკა კომაროვის სკოლის პროგრამით.
პროექტის ფარგლებში, მე-7, მე-8, მე-9 და მე-10 კლასებში, მსურველებს, შესაძლებლობა ექნებათ აირჩიონ, ფიზიკა-მათემატიკის სკოლების პროგრამის შესაბამისი ფიზიკის გაღრმავებული კურსიც. ფიზიკის ჯგუფები დაკომპლექტდება სწავლის დაწყებისთანავე.
იხილეთ „საღამოს სკოლის“ სრული აღწერილობა.
რეგისტრაცია
რეგისტრაცია განხორციელდება როგორც ონლაინ რეჟიმში, ასევე სკოლაში.
რეგისტრაციის ვადები - 2 სექტემბრიდან 15 სექტემბრის ჩათვლით.
ონლაინ რეჟიმში რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს.
ადგილზე რეგისტრაციის მსურველები უნდა მობრძანდეთ სკოლაში, მისამართი - თბილისი, ვაჟა-ფშაველას N49, ოთახი N116, დილის 11 საათიდან -17:00 საათამდე, შაბათ-კვირის გარდა.
საღამოს სკოლაში მოსწავლეები ჩაირიცხებიან ტესტირებით ან გასაუბრებით, გარდა იმ მოსწავლეებისა, რომლებმაც:
- მე-7 კლასში მისაღებ წერაზე (2021-2022 სასწავლო წლის მე-7 კლასის მისაღები გამოცდა ან 2021 წლის შაბათის სკოლის მე-3 მოდულის შემაჯამებელი წერა) მიიღეს 10 ქულა ან მეტი.
- მე-8, მე-9, მე-10 კლასებში 2021-2022 სასწავლო წლის მისაღებ გამოცდაზე მიიღეს 26 ქულა ან მეტი.
- 2020-2021 სასწავლო წელს სწავლობდნენ კომაროვის სკოლაში ან საღამოს სკოლაში (იგულისხმება პროექტის შესაბამისი კლასის სრული კურსი)
ტესტირება ჩატარდება 8 სექტემბერს 10 საათზე კომაროვის სკოლაში.
სასწავლო წლის კალენდარი და განრიგი
სასწავლო წელი დაიწყება 2021 წლის 20 სექტემბერს და დასრულდება 2022 წლის 20 ივნისს.
სწავლა დაიწყება - 15:45 საათზე და დასრულდება - 18.00 საათზე.
არდადეგები ემთხვევა საჯარო სკოლაში მოქმედ არდადეგების გრაფიკს.
მათემატიკის მეცადინეობები ჩატარდება კვირაში სამჯერ: ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევს. დღეში სამი აკადემიური გაკვეთილი.
გაკვეთილის ხანგრძლივობა 40 წთ.
კვირეული დატვირთვა 9 საათი;
სასწავლო წლის კალენდარი, გაკვეთილების განრიგი და ქრონომეტრაჟი ერთნაირი იქნება, როგორც სკოლაში, ასევე ონლაინ, დისტანციურად განხირციელებულ პროექტში.
სკოლაში მიღება 2021-2022 სასწავლო წელს
საღამოს სკოლის მოსწავლემ, რომელსაც სურვილი ექნება სწავლა გააგრძელოს კომაროვის სკოლის შესაბამის კლასში, ისევე როგორც სხვა მსურველებმა, უნდა ჩააბარონ სკოლაში მისაღები გამოცდები.
საღამოს სკოლის მოსწავლეებისთვის, ცალკე, კომაროვის სკოლაში მისაღები
კონკურსი არ ჩატარდება.
სწავლის საფასური
თბილისში - მათემატიკის სრული კურსის ღირებულება შეადგენს: იმ მოსწავლეებისათვის, რომლებიც სწავლობდნენ 2020-2021 სასწავლო წელს ან კომაროვის ან შაბათის ან საღამოს სკოლაში -1000 ლარს, დანარჩენებისათვის-1300 ლარს.
ონლაინ საღამოს სკოლის სრული კურსის ღირებულება შეადგენს: იმ მოსწავლეებისათვის, რომლებიც სწავლობდნენ 2020-2021 სასწავლო წელს ან კომაროვის ან შაბათის ან საღამოს სკოლაში -1000 ლარს, დანარჩენებისათვის-1300 ლარს.
მშობლის მიერ მათემატიკის კურსის თანხის გადახდა ხდება ორ ეტაპად:
- პირველი ეტაპი: არაუგვიანეს 2021 წლის 24 სექტემბრისა – სრული კურსის ნახევარი;
- მეორე ეტაპი: არაუგვიანეს 2022 წლის 10 იანვრისა – დარჩენილი ნახევარი.
ფიზიკის კურსი
მე-7 კლასის მოსწავლეებისთვის კვირაში ერთხელ სამი აკადემური საათი.
მე-8, მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებისთვის კვირაში ორჯერ ორ-ორი აკადემიური საათი (ჯამში 4 აკადემიური საათი)
ფიზიკის კურსის ღირებულება: 4 გაკვეთილის შემთხვევაში (კვირაში ორჯერ დღეში ორი აკადემიური საათი) - 560 ლარი, კვირაში 3 გაკვეთილის შემთხვევაში (კვირაში ერთხელ სამი აკადემიური საათი) - 420 ლარი.
სკოლის გადაწყვეტილებით, საღამოს სკოლა შეიძლება განხორციელდეს რეგიონებშიც. რეგიონების მოსწავლეების პროექტში სწავლის, ღირებულებისა და განრიგის პირობები განისაზღვრება სკოლის დირექტორის მიერ.
მომსახურების საფასურის გადახდა უნდა მოხდეს სკოლის ანგარიშზე:
სს „საქართველოს ბანკის” ცენტრალური ფილიალი.
ბანკის კოდი BAGAGE22.
მიმღები: სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა;
ანგარიშის N: GE93BG0000000264170100. დანიშნულება: “საღამოს სკოლის” მომსახურების გადასახადი მათემატიკაში. (შესაბამისად, ფიზიკაში) გადახდისას აუცილებლად მიუთითეთ მოსწავლის სახელი, გვარი, კლასი.
საკონტაქტო ინფორმაცია
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომრებზე: 2392157.
577388322 - ვალერი ზატუაშვილი, საღამოს სკოლის სამსახურის უფროსი. ან მოგვწეროთ ელ.ფოსტის და სოციალური მედიის საშუალებით: komarovisagamosskola@gmail.com, facebook/komarovi campus school (ინბოქსში).
კომაროვის სკოლა დატვირთულ და საინტერესო სასწავლო წელს გპირდებათ!
გისურვებთ წარმატებას!